ცნობილია, იმ პოლიციელების ვინაობა, რომლებმაც სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცეს

ცნობილია, იმ პოლიციელების ვინაობა, რომლებმაც სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცეს

27-12-2024, 18:33 - 2024
573
       

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მონიტორინგს უწევენ აქციების მიმდინარეობისას დაკავებულები მოქალაქეების სასამართლო პროცესებს, ცრუ მოწმე პოლიციელების ვინაობას ასაჯაროებენ:
 
თეკლა ჯავახაძე - ჩართულია მაია გოგიძის საქმეში;
ცოტნე მესხიშვილი - ჩართულია მაია გოგიძის საქმეში;
ლაშა ბერაძე - ჩართულია ალექსანდრე დემიანენკოს საქმეში;
ნუგზარ ტურაშვილი - ჩართულია ირაკლი ფიფიას საქმეში.


„ყველა ეს ადამიანი ცრუ მოწმეა და იტყუება სასამართლო პროცესების დროს“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ცნობისთვის, სწორედ პოლიციელების ჩვენებებზე დაყრდნობით აცხადებენ რეჟიმის მოსამართლეები აქციების მონაწილეებს სამართალდამრღვევებად და მათ სოლიდურ ჯარიმებს აკისრებენ, ზოგს კი პატიმრობაში უშვებენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები