საზოგადოების პროტესტის შემდეგ, ლაშა ბექაურმა ბოკვერი თბილისის ზოოპარკს გადასცა

საზოგადოების პროტესტის შემდეგ, ლაშა ბექაურმა ბოკვერი თბილისის ზოოპარკს გადასცა

26-12-2024, 11:52 - 2024
4 152
       

24 დეკემბერს ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა საკუთარ Instagram-გვერდზე ვიდეო დადო, სადაც ჩანს, როგორ ეთამაშება ბექაური ლომის ბოკვერს. აღნიშნულმა ვიდეომ სოციალურ ქსელში კითხვები გააჩინა იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა მოჭიდავეს ლომის ყოლის ნებართვა
 
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის 664 მუხლში წერია, რომ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის პირობების დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას.
 
შეგახსენებთ, ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძემ 25 დეკემბერს განაცხადა, რომ  „ლომის ბოკვერი საქართველოში მხოლოდ კონტრაბანდით შეიძლებოდა მოხვედრილიყო“. საზოგადოების პროტესტის შემდეგ, ლაშა ბექაურმა ბოკვერი თბილისის ზოოპარკს გადასცა - ფოტოს თავად სპორტსმენი ავრცელებს. 

„ბოკვერი უკვე ჩვენს ზოოპარკშია“, - წერს ბექაური.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები