მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ სრულ იზოლაციაში და კრიზისშია, მისი ერთადერთი დასაყრდენი, ხარება და განსაკუთრებულ დავალებათა დანაყოფი და გიორგი შინჯიკაშვილი და ნიღბიანი ზონდერები არიან.
„ოცნება“ ხარებას და გდდ-ს ნიღბიან რაზმებს აქციების სასტიკად დასარბევად იყენებს, ხოლო შინჯიკაშვილის ზონდერები საცხოვრებელ სახლებთან ფიზიკურად უსწორდებიან მოქალაქეებს, ასევე ოპოზიციონერ ლიდერებს, არბევენ პარტიულ ოფისებს, თავს ესხმიან ქალებს, ბავშვებს და ყველას ვინც მმართველ პარტიას საფთხეს უქმნის.
ბოლო რამდენიმე დღეა ხარებასა და შინჯიკაშვილის შორის დაპირისპირება გაწვავდა და ეს უკვე ყველასთვის შესამჩნევი გახდა. მათ შორის დაპირისპირება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როდესაც ხარებას დაჯგუფება და შინჯიკაშვილის ზონდერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
მათ შესარიგებლად მმართველი პარტიისა და ე.წ. მთავრობის მაღალი რანგის პირები იყვნენ ჩარეულები, თითქოს და ხმები გაისმა, რომ ზონდერების ორი დაჯგუფება შერიგდა და მედიაში ასევე ის ინფორმაცია გავრცელდა, რომ საპროტესტო აქციბის ერთ-ერთ ღამეს ხარებას შინჯიკაშვილის რაზმი ეხმარებოდა მოქალაქეების დარბევაში.
გუშინ ღამით კი, გდდ-ს ნიღბიანი პირები, რომელთა იდენტიფიცირებაც არასდროს არის შესაძლებელი, წერეთლის გამზირზე, „დინამო არენას“ ტერიტორიაზე, ერთ-ერთ სპორტ დარბაში შეიჭრნენ, როდესაც იქ ჯერ კიდევ სამუშაო საათები იყო. 100-მდე ნიღბიანი პირი სპორტდარბაში გიორგი უბილავას ეძებდა. ეს უკანასკნელი შინჯიკაშვილის დაჯგუფების წევრი და მისი მარჯვენა ხელია. არსებული ცნობებით, უბილავა სპორტსმენ ზონდერებს მმართავს და ბიუჯეტიდან ფულსაც იღებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ხარებას რაზმიც და შინჯიკაშვილის ზონდერ ჯგუფები, ორივე სერიუზულ ძალას წარმოადგენს და ე.წ. ხელისუფლებას მხოლოდ ერთი გზა აქვს, ორი ბანდა როგორმე შეარიგოს.
ფოტო: „ტვ პირველი“