პროტესტის 28-ე დღე | თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი

პროტესტის 28-ე დღე | თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი

25-12-2024, 01:02 - 2024
923
       

დღეს, 25 დეკემბერს უწყვეტი პროტესტის 28 დღეა.
 
დღის განმავლობაში, დაგეგმილია საპროტესტო მარშები დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან. 
 
განრიგი ასეთია: 
 
13:00 საათი - გაფიცვა
17:00 საათი - „ქალთა მარში საქართველოსთვის“. თბილისი - ფილარმონიიდან პარლამენტამდე; ქუთაისი - გაბრიაძის თეატრიდან პარლამენტამდე; ბათუმი - 6 მაისის პარკიდან ევროპის მოედნამდე
18:00 საათი - ბრიტანეთის უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა მარში. თსუ-ის II კორპუსი
18:00 საათი - ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა მარში. თსუ-ის I კორპუსი
18:00 საათი - სადაზღვევო ინდუსტრიის მარში. ვაკის პარკი
18:00 საათი - შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელის მარში. თსუ-ის II კორპუსი
19:00 საათი - „ერთიანობის მარში“. პირველი რესპუბლიკის მოედანი
19:00 საათი - ფინანსისტების, ბანკირების და ბუღალტრების მარში. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე
19:00 საათი - ყოველდღიური აქცია პარლამენტთან
19:00 საათი - აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა, კოსტავას 68
20:00 საათი - მასწავლებელთა მარში. განათლების სამინისტროდან პარლამენტამდე
20:00 საათი - მარში და ღამისთევა კინოსა და თეატრის სტუდენტების მხარდასაჭერად. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ა“ კორპუსი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები