ფოტოგრაფს, რომელიც აქციის ფოტოებს იღებდა, ნიღბიანები თავს დაესხნენ

ფოტოგრაფს, რომელიც აქციის ფოტოებს იღებდა, ნიღბიანები თავს დაესხნენ

24-12-2024, 18:50 - 2024
726
       

Girchi TV -ის ფოტოგრაფი, გიორგი მოსიაშვილი წერს, რომ ნიღბიანები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 
 
მოსიაშვილი აღნიშნავს, რომ მას თავდამსხმელებმა სახელით მიმართეს და უთხრეს: „ახლა გადაიღე ხალხმრავალი ფოტოებიო“.
 

„ქუჩაში დამხვდა ვიღაც ნიღბიანი. უკაცრავად, შენ მოსე არ ხარ? ( აქ მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო) დიახ - ვპასუხობ. ხოდა ახლა გადაიღე ხალხმრავალი ფოტოებიო და გამომიქანა. ავიცილე, ერთი მოვარტყი და გაიქცა. კარგად ვარ“, - წერს  ფოტოგრაფი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები