ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილ ხანძარს მეხანძრე მაშველი ემსხვერპლა

ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილ ხანძარს მეხანძრე მაშველი ემსხვერპლა

22-12-2024, 13:12 - 2024
789
       

ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილ ხანძარს მეხანძრე მაშველი შეეწირა.

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დაღუპულია სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი, 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილი.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები