თეატრალური უნივერსიტეტის ფოიე სტუდენტებმა დაიკავეს

თეატრალური უნივერსიტეტის ფოიე სტუდენტებმა დაიკავეს

17-12-2024, 22:53 - 2024
1 460
       

თეატრალური უნივერსიტეტის ფოიე სტუდენტებმა დაიკავეს. ინფორმაციას და ფოტოს „პუბლიკა“ ავრცელებს.
 
სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორისგან მიმდინარე მოვლენებზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ.
 

„ჩვენ ვართ გაფიცული სტუდენტები, რომლებიც იკავებენ თეატრალური უნივერსიტეტის შესასვლელს იმიტომ, რომ გვინდა გაკეთდეს მკაფიო და ღია განაცხადი, რომელიც ეხება სოლიდარობას ჩვენი კოლეგებისა თუ სხვა დაშავებული და დაპატიმრებული ადამიანების მიმართ. ეს არ გაკეთებულა აქამდე და საბოლოოდ მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ დაგვეკავებინა შესასვლელი, რათა ჩვენი პროტესტი გამხდარიყო კიდევ უფრო მკაფიო. იმედი გვაქვს, ხვალ ეს განცხადება გაკეთდება. დავრჩებით აქ იქამდე, სანამ რექტორს არ შევხვდებით და სანამ საჯაროდ არ გამოქვეყნდება [სოლიდარობის] განცხადება“, - გამოცემის ცნობით, ამბობს „პუბლიკასთან“ ერთ-ერთი სტუდენტი, ნიკა ჯაფარიძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები