რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები იკრიბებიან.
თავისუფლების მოედანზე კი წყლის ჭავლის მანქანები უკვე დგას. ჯებირებია აღმართული ნაძვის ხის წინ, რომლის ანთებასაც თბილისის მერი დღეს, საღამოს 7 საათზე გეგმავს.
არალეგიტიმური პარლამენტი არალეგიტიმური პრეზიდენტის ასარჩევად ემზადება. პროცესი უკვე დაიწყო და 14 საათამდე გაგრძელდება.