თბილისში 31 წლის ახალგაზრდას ეძებენ.
ახლობლები აცხადებენ, რომ გიორგი მამულაშვილი სახლიდან, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან, 10 დეკემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე გაიპარა და მას შემდეგ ვერ უკავშირდებიან.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც. ოჯახის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.
ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდით დაკარგულის დას, ტელეფონის ნომერზე - 597 55 92 51.