ჟურნალისტებზე თავდამსხმელი „ტიტუშკების“ ნაწილი იდენტიფიცირებულია.
ამის შესახებ, ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, „ტიტუშკები“ ფულადი ანაზღაურების თუ ხელშეუხებლობის გარანტიების სანაცვლოდ ოლიგარქიული რეჟიმის დავალებებს უსიტყვოდ ასრულებენ.
„რამდენიმე „ტიტუშკას“ იდენტიფიცირება „მთავარმა არხმა“ უკვე შეძლო. ზუკა ძნელაძე, გიორგი კორძაია და გიორგი ლალიაშვილი (მეტსახელად „ბუბუკა“) - ეს სწორედ ის „ტიტუშკაა“ რომელიც „TV პირველის“ ოპერატორს გიორგი შეწირულს თავდასხმისას თავზე ახტებოდა. ეს მხოლოდ რამდენიმე მათგანია, დანარჩენი „ტიტუშკების“ ვინაობის დადგენას „მთავრი არხი“ ამ წუთებშიც ცდილობს“, - წერს ტელეკომპანია.