ჟურნალისტებმა პარლამენტთან, ნაძვის ხის კონსტრუქციაზე ნაცემი ჟურნალისტების ფოტოები ჩამოკიდეს

ჟურნალისტებმა პარლამენტთან, ნაძვის ხის კონსტრუქციაზე ნაცემი ჟურნალისტების ფოტოები ჩამოკიდეს

8-12-2024, 17:35 - 2024
1 156
       

ჟურნალისტები, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე მედია საშუალებების თანამშრომლებზე განხორციელებულ ძალადობას აპროტესტებდნენ, საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს.
 
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ,  ნაძვის ხის კონსტრუქციაზე იმ ჟურნალისტების ფოტოები გამოფინეს, რომლებიც ბოლო 11 დღის მანძილზე, პროფესიული მოვალეობის დროს სისტემამ იძალადა, კონსტრუქციაზე ჩამოკიდეს საპროტესტო ბანერებიც.
 
„ეს არის სისხლიანი ნაძის ხე. რუსთაველი სისხლით მორწყეს და მიმდებარე ქუჩები ჩვენი კოლეგების, ძალიან მამაცი ჟურნალისტების და ოპერატორების და ამ ნაძვის ხეზე მხოლოდ მათი ფოტოები შეიძლება, იყოს. იმისთვის, რომ ახსოვდეთ, რას სჩადიან, ეს ბანდიტური ორგანიზაციები, რომლებიც უსწორდებიან ადამიანებს. ვერაფრით შეგვაშინებენ, ვერაფრით გაგვაჩუმებენ“, - ამბობს „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ეკა მიშველაძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები