გადაწყვეტილება მიღებულია - პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა

გადაწყვეტილება მიღებულია - პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა

24-02-2022, 08:12 - 2022
1 116
       

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა, - ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ მის მიერ ე.წ დამოუკიდებლად აღიარებული ოკუპირენული ტერიტორიები დახმარებას ითხოვენ.
 
პუტინმა თქვა, რომ რუსეთის გეგმებში არ შედის უკრაინის ოკუპაცია, მაგრამ მოსკოვი ისწრაფვის მისი დემილიტარიზაციისკენ.
 
„გარემოებები მოითხოვს ჩვენგან გადამწყვეტი და დაუყოვნებელი ზომების მიღებას. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა დახმარების თხოვნით მიმართეს რუსეთს. ამასთან დაკავშირებით, გაეროს წესდების 51-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ფედერაციის საბჭოს სანქციით და ფედერალური ასამბლეის მიერ რატიფიცირებული მეგობრობის ხელშეკრულებების და DPR-თან და LPR-თან ურთიერთდახმარების შესაბამისად, მე გადავწყვიტე ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, - თქვა პუტინმა რუსებისთვის სატელევიზიო მიმართვაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები