სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები ალყაში მოაქცია.
როგორც ცნობილია, რობოკოპები განლაგდნენ რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე.
ამ წუთისთვის, აქციის რამდენიმე კერა არის დედაქალაქში, სადაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების მიერ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაკავება.