„პალიტრანიუსის“ ჟურნალისტს აქციაზე სპეცრაზმის თანამშრომელმა ტელეფონი დაუმტვრია

„პალიტრანიუსის“ ჟურნალისტს აქციაზე სპეცრაზმის თანამშრომელმა ტელეფონი დაუმტვრია

7-12-2024, 01:29 - 2024
341
       

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტს ტელეფონი დაუმტვრია.
 
ჟურნალისტი, პირდაპირ ეთერში აშუქებდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, რა დროსაც სპედანიშნულების რაზმის ერთ-ერთმა წევრმა მას ტელეფონი დაუმტვრია.
 

„ხელი მკრა და გადამიგდო ტელეფონი, დამიმტვრია. ვიღებდი და ნუ გვიღებო, ლაივი მქონდა ჩართული, პრესქარდიც მიკეთია. განგებ მოვიდა და დამიმტვრია ტელეფონი“, - ამბობს ჟურნალისტი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები