"ვინც დღეს დუმს არის ჯალათი" | ემიგრანტებმა ავსტრიაში საელჩოს კარზე ბანერები გააკრეს

"ვინც დღეს დუმს არის ჯალათი" | ემიგრანტებმა ავსტრიაში საელჩოს კარზე ბანერები გააკრეს

6-12-2024, 13:21 - 2024
708
       

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს კარზე ემიგრანტებმა ბანერები გააკრეს და საელჩოს თანამშრომლებს თანამდებობის და ევროპის დატოვება ურჩიეს.

ემიგრანტებმა, საელჩოს კარზე ასევე თბილისში აქციების დროს დაშავებული ხალხის ფოტოებიც გააკრეს.

"ქართველი ხალხის გადასახადებით ჯალათების ევროპული ცხოვრება არ უნდა ფინანსდებოდეს!!!"; "ვინც დღეს დუმს არის ჯალათი!!! დატოვეთ ევროპა თქვენს ოჯახებთან ერთად, თქვე რუსეთის აგენტებო!!!",- აღნიშნულია საელჩოს კარზე გამოკრულ ბანერებზე.

ფოტო: მთავარი არხი

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები