უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

24-02-2022, 01:01 - 2022
796
       

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ გადაწყვეტილება უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო, რომელმაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანება დაამტკიცა.

საგანგებო მდგომარეობა ძალაში 24 თებერვლიდან შედის და უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებისა, 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

საგანგებო მდგომარეობისას სხვადასხვა წესი იმოქმედებს - დაწესდება ქვეყანაში შესვლისა და იქიდან გამოსვლის სპეციალური რეჟიმი. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვები გახდება მოქალაქეთა და სატრანსპორტო საშუალებების შეზღუდვა და ჩხრეკა.

ამ პერიოდში აკრძალული იქნება მასობრივი ღონისძიებების გამართვა და გაფიცვებიც. ასევე, ძალაში შევა კომენდანტის საათი და მოქალაქეებისთვის მანქანების, ბარგისა და საბუთების შემოწმების უფლებაც.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები