სავარაუდოდ, ალეკო ელისაშვილს ნეკნი აქვს გატეხილი

სავარაუდოდ, ალეკო ელისაშვილს ნეკნი აქვს გატეხილი

5-12-2024, 17:44 - 2024
434
       

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ელისაშვილს სახის და ზურგის არეში დაზიანებები აქვს.
 
მისივე თქმით,  ელისაშვილი ნაცემია და შესაძლოა ნეკნის მოტეხილობაც ჰქონდეს.
 
„გუშინ ღამით მოვინახულე ალეკო. დაზიანებები აქვს სახის არეში და აგრეთვე, ზურგის არეში. ვფიქრობ, რომ შეიძლება ჰქონდეს ნეკნი მოტეხილი, იმიტომ, რომ ძლიერ ტკივილებს გრძნობს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვითხოვთ ექსპერტიზას და რენტგენსაც გადაუღებენ და ვნახავთ მის მდგომარეობას, მაგრამ ფაქტია და აშკარაა, რომ დაკავებისას განხორციელდა სერიოზული ძალადობა მის მიმართ. ძალის გამოყენებით მოხდა დაკავება. ცემის ფაქტსაც ჰქონდა ადგილი.
 
მოვითხოვეთ მისი კლინიკაში გადაყვანა და სავარაუდოდ, დღეს გადაწყდება ეგ საკითხი. გუშინ გვიანი იყო, არ მოხდა გადაყვანა და იმედია, რომ დღეს მოხდება მინიმუმ შემოწმება და დადგენა იმისი, თუ რეალურად არის თუ რა მაგალითად, ნეკნი მოტეხილი, რომელიც არის უფრო მეტად საყურადღებო. სახეზე აქვს დაზიანებები, ჩალურჯებები, სისხლჩაქცევები. ეს უკვე ცემის მანიშნებელია“,  - განაცხადა ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა. [IPN]

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები