„დაფიონის“ დაკავებული ლიდერი, ზვიად ცეცხლაძე დუმილის უფლებად იყენებს.
ამის შესახებ, ცეცხლაძის ადვოკატი აცხადებს.
მისი თქმით, ჩხრეკის ოქმში მითითებულია ისეთი ნივთები, რომელიც არ იყო მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული.
„მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჯანმრთელად არის. აცხადებს, რომ იყენებს კვლავ დუმილის უფლებას. ველოდებით, კვლავ ბრალის დადგენილებას. რა მიეთითება ბრალში, მედავება რეალურად ბრალდების მხარე. ისეთი ნივთები იქნა მითითებული ჩხრეკის ოქმში, რომელიც არ იყო მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული. კონკრეტულად, 5 ბოთლი მოლოტოვის კოქტეილის მოსამზადებლად, ეს ნივთები მას არ ჰქონია საცხოვრებელ სახლში. ჩხრეკას არ ესწრებოდა აბსოლუტურად არავინ, თვითონ არ იღებდა ფიზიკურად მას არ ჰქონდა ტელეფონი და ის იყო ფაქტობრივად მარტო“, - ამბობს ადვოკატი.