„თავზე გადამაფარეს საკუთარი საწვიმარი, რომ ვერაფერი დამენახა, ხელები გამიკავეს და დამიწყეს ცემა, ყველა სპეცრაზმელი სათითაოდ მოდიოდა და მირტყამდა, დაგვემუქრნენ, დუბინკით გაუპატიურება, გინებაზე აღარ მაქვს ლაპარაკი“, - საპოლიციო ძალების მიერ ნაცემი ახალგაზრდა კიდევ ერთხელ საუბრობს იმ ძალადობრივ და დამამცირებელ მოპყრობაზე, რომელსაც შსს-ს თანამშრომლების მხრიდან ჰქონდა ადგილი.
ყველა დაზარალებული ყვება, რომ მათ ნიღბიანი პოლიციელები ჯგუფურად უსწორდებიან. რამდენიმე მომიტინგე მძიმე დაზიანებებით ამ დრომდე კლინიკებში რჩება, ნაწილმა კი საავადმყოფო დატოვა.
რაც შეეხება 21 წლის ალექსანდრე თირქიას, მისი მდგომარეობა ამ დროისათვის უცვლელია. ექიმის განცხადებით, ახალგაზრდა რეანიმაციაში, კვლავ მართვით სუნთქვაზეა