„სპეცრაზმელები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არიან“ | განცხადება

„სპეცრაზმელები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არიან“ | განცხადება

3-12-2024, 17:27 - 2024
442
       

„ეს არის მთელი ქვეყნის აჯანყება, ასეთი მასშტაბური აჯანყება საქართველოს ყველა დიდსა თუ პატარა ქალაქში აქამდე არ მინახავს და არც მსმენია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France Inter-თან ინტერვიუში განაცხადა.
 
მისივე თქმით, საქართველოში ამჟამად რუსული რეპრესიები მიმდინარეობს.
 
„დღეს ჩვენ მოწმე ვართ რუსული რეპრესიების, რომელიც ტარდება სპეცდანიშნულების ძალების გამოყენებით და რომლებიც აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. ამაზე მეტყველებს მათი ბრუტალურობა.
 
მათ ურიგებენ „ამფეტამინს“ თუ არ ვიცი რაიმე სხვა ნივთიერებებს, რაც განაპირობებს გამძლეობას, იმიტომ, რომ უკვე მეხუთე ღამეა ეს გრძელდება. ჩვენი ახალგაზრდებიც ძალიან გამძლეები არიან და უნდა იყვნენ, რათა გაუძლონ ბრუტალურობის ამ ხარისხს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები