22 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც აქციაზე ნასროლი გაზის კაფსულა მოხვდა ისევ მძიმეა.
დაზარალებული ინგოროყვას კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ახალგაზრდას ნეიროქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.
„პაციენტი შემოვიდა სკალპის ღია ჭრილობით, თვალბუდის და თვალის ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით. გადაყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში, სადაც ჩაუტარდა დაიზანებული ფრაგმენტების ამოჭრა მოხდა. ამ დროისთვის რეანიმაციაში აგრძელებს მკურნალობას. ის ჰყვება, რომ ბლაგვი საგნით ჰქონდა ტრამვა, შემდეგ დაკარგა გონება არაფერი ახსოვს“, - ამბობს მკურნალი ექიმი.