თსუ-ის პირველ კორპუსთან მყოფმა აქციის მონაწილეებმა ტერიტორია საპოლიციო ძალების გამოჩენისთანავე დატოვეს.
მანამდე აქციის მონაწილეების ნაწილს თსუ-ის პირველ კორპუსთან გზა ჰქონდათ გადაკეტილი, მოწყობილი ჰქონდათ ბარიკადები და დანთებული ჰქონდათ ცეცხლი.
ამ წუთებში ტერიტორია სრულად აქვთ დაკავებული სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებსა და სამართალდამცავებს. ისინი ჭავჭავაძის გამზირს აქციის მონაწილეების მიერ მოწყობილი ბარიკადებისგან ათავისუფლებენ. ადგილზეა განლაგებული წყლის ჭავლის მანქანაც.