სპეცრაზმის მიერ ნაცემ აქციის მონაწილეს თვალისა და ყბის ოპერაცია დასჭირდა

სპეცრაზმის მიერ ნაცემ აქციის მონაწილეს თვალისა და ყბის ოპერაცია დასჭირდა

2-12-2024, 15:12 - 2024
430
       

აქციის ერთ-ერთს მონაწილეს, დათო ოქრუაშვილს, რომელიც საპოლიციო ძალებმა 2 დღის წინ დააკავეს და სცემეს, თვალისა და ყბის ოპერაცია ჩაუტარდა. მას პლატინა ჩაუსვეს.
 
როგორც ოქრუაშვილის მეგობარი ამბობს, დაკავების შემდეგ ახალგაზრდას თან აღარ ჰქონდა საფულე და ტელეფონი.
 
ბოლო მონაცემებით, შსს-მ მიმდინარე აქციებზე ჯამში 224 ადამიანი დააკავა. დაკავებულები სხვადასხვა იზოლატორებში არიან გადაყვანილი და როგორც მათი მონახულების შემდეგ, ადვოკატები ამბობენ, არიან ნაცემები.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები