სპეცრაზმი თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა

სპეცრაზმი თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა

2-12-2024, 01:49 - 2024
772
       

სპეციალური დანიშნულების რაზმები თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით დაიძრნენ, სადაც აქციის მონაწილეები იმყოფებიან.
 
მათ უკან მიჰყვება წყლის ჭავლის მანქანა და სპეცტექნიკა, პარალელურად ისმის გამაფრთხილებელი ხმა, რომელიც მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებს.
 
დემონსტრანტები კი რუსთაველის მეტროს მიმართულებით გადაადგილდებიან. სპეცრაზმის გამოჩენას ისინი ხმაურითა და შეძახილებით შეხვდნენ. ამ წუთებში სპეცრაზმმა ქაშუეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა, პარალელურად, სრულად გათავისუფლებულია ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებიც.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები