რუსთაველის გამზირზე გაზის კაფსულებს ისვრიან.
სპეცრაზმელებმა მხუთავი აირის გაშვებაც დაიწყეს, რის გამოც, აქციის მონაწილეებს სუნთქვა უჭირთ.
ჭიჭინაძის ქუჩაზე ახალგაზრდები წყლის ჭავლის და რობოკოპების წინაშე, ხელაწეულები დგანან და ამ ფორმით გამოხატავენ, რომ ისინი მშვიდობიანი დემონსტრანტები არიან.
ჭიჭინაძის ქუჩაზე წყლის ჭავლს, რამდენიმე საათია, უწყვეტად უშვებენ.