აქციის მონაწილეები ჭიჭინაძის ქუჩაზე განლაგდნენ, სადაც სპეცრაზმის თავდასხმებს იგერიებენ

აქციის მონაწილეები ჭიჭინაძის ქუჩაზე განლაგდნენ, სადაც სპეცრაზმის თავდასხმებს იგერიებენ

2-12-2024, 01:32 - 2024
336
       

პარლამენტის მიმდებარედ, ჩიტაძის ქუჩა დემონსტრანტებმა სრულიად გაათავისუფლეს და ჭიჭინაძის ქუჩაზე გადაინაცვლეს.
 
აქციის მონაწილეები ახლა ჭიჭინაძის ქუჩაზე დგანან, სადაც სპეცრაზმელები არიან განლაგებული.
 
საპოლიციო ძალები მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებენ. აქციის მონაწილეები კი ხელოვნურად აღმართულ ბარიკადებს მიღმა იმყოფებიან და პიროტექნიკის გამოყენებით უწევენ სპეცრაზმელებს წინააღმდეგობას.
 
რაც შეეხება უშუალოდ, პარლამენტის წინა პერიმეტრს, ტერიტორიაზე მომიტინგეები ამ დროისთვის, აღარ იმყოფებიან.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები