საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს

1-12-2024, 21:37 - 2024
387
       

საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს.
 
ისინი ამბობენ, რომ ტელეარხს მუშაობის საშუალება არ ეძლევა. საზოგადოებრივი მაუწყებელი მოითხოვს, პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა მიეცეთ.
 
„აყურებელი პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალყურს პირველი არხის ჟურნალისტებზე განხორციელებულ არნახულ ზეწოლას, განსაკუთრებით მიზანმიმართულად და პროვოკაციულად მოქმედებენ ცალკეული ტელევიზიების წარმომადგენლები და არ გვეძლევა მუშაობის საშუალება. კატეგორიულად მოვითხოვთ, მოგვეცეს ჩვენი პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა. ერთადერთი დაპირება, რაც მივეცით ჩვენს მაყურებელს, არის ის, რომ „პირველი არხი“ იყო და დარჩება თავისუფალი და დაიცავს სარედაქციო დამოუკიდებლობას ნებისმიერი ზეწოლის მიუხედავად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
 
ამ წუთებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები, ისინი მათთვის ეთერის დათმობას მოითხოვენ.
 
მაუწყებელთან შსს-ს განსაკუთრებული რაოდენობის თანამშრომელია მობილიზებული.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები