საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ეთერის დათმობას ითხოვენ.
ისინი, ტელევიზიის ხელმძღვანელობას ნახევარ საათს აძლევენ იმისთვის, რომ ეთერი დაუთმონ, წინააღმდეგ შემთხვევაში შენობაში შესვლას გეგმავენ.
ადგილზე მობილიზებულები არიან შსს-ს წარმომადგენლებიც.