ამ წუთებში ხმაური და დაძაბული ვითარებაა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთა.
მოქალაქეები პირველ არხთან ვასილ მაღლაფერიძის და თინათინ ბერძენიშვილის გარდა თანამდებობებიდან დეპარტამენტების ხელმძღვანელების გადადგომასაც ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი პირები „ქართული ოცნების“ სამსახურში არიან.
„საზოგადოებრივ არხზე საზოგადოებას აქვს უფლება, რომ მოითხოვოს, შევიდეს პირდაპირ ეთერში, ოღონდ სტუდიაში. ელემენტარულად, ხალხის პატივისცემაა, როცა საზოგადოებრივი არხი ეთერს უთმობს ხალხს. გუშინ თინათინ ბერძენიშვილი დაჰპირდა ხალხს, რომ აბსოლუტურად ანალოიური ფორმატის იქნებოდა დღესაც ეთერი და ეს არ გააკეთა“, - უთხრა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს სოფო ხუნწარიამ.