ბსუ-ს ლექტორებისა და სტუდენტების ნაწილი ხვალ საპროტესტო აქციას გეგმავს

ბსუ-ს ლექტორებისა და სტუდენტების ნაწილი ხვალ საპროტესტო აქციას გეგმავს

1-12-2024, 15:37 - 2024
362
       

„ორშაბათს, 12 საათზე უნივერსიტეტის შიდა ეზოში შევიკრიბოთ სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. ერთად ვუთხრათ უარი ამ ხელისუფლების რუსულ გზას“, - წერს სოციალუ ქსელში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ლაშა ბაჟუნაიშვილი.
 

„განათლება და ცოდნა ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია თავისუფლებისათვის ბრძოლაში. არ არსებობს ჩემთვის იმაზე დიდი გამოცდა, როგორიც არის ქართველი ხალხის და განსაკუთრებით მომავალი თაობის შეუპოვარი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ეროვნული ღირსებისა და ჩვენი ისტორიული მიზნის - ევროპული მომავლისთვის. ის სტუდენტები, რომლებიც დღეს, ზამთრის ცივ და სუსხიან დღეებში სამსახურიდან, სახლიდან და უნიდან აქციაზე მოდის, ჩემს (ჩვენს) გვერდით დგას და იბრძვის ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, მას პირადად ჩემთან ყველა გამოცდა უკვე ჩაბარებული აქვს..! ჩემო სტუდენტებო, კიდევ ერთხელ, მოგიწოდებთ გამოდით! ორშაბათს, 12 საათზე უნივერსიტეტის შიდა ეზოში შევიკრიბოთ სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. ერთად ვუთხრათ უარი ამ ხელისუფლების რუსულ გზას. აქ მეტი მე, სათქმელი არაფერი მაქვს!“, - წერს ლაშა ბაჟუნაიშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები