ამ დრომდე აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტილი აქვთ

ამ დრომდე აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტილი აქვთ

1-12-2024, 10:59 - 2024
436
       

ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ, მათ კოცონი აქვთ დანთებული. 

გარდა ამისა, ადგილზე მიიტანეს საბურავებიც. 

აქციის მონაწილეები ერთმანეთს საკვებით ამარაგებენ.

აქციის გამო საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია და მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გაათენეს, მათ წინააღმდეგ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები