აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირები გადაკეტეს.
მთელი ღამის განმავლობაში სპეცდანიშნულების რაზმი სისტემატიურად ცდილობდა აქცია დაეშალა და რუსთაველის გამზირი მათთგან გაეწმინდა.
სპეცრაზმი იყენებდა ძალადობრივ ქმედებებს, მხუთავ აირებს, წყლის ჭავლებს.
ამ დროისთვის უცნობია რამდენი პირია დაკავებული, უცნობია დაშავებულების შესახებ ინფორმაცია.