სპეცდანიშნულების რაზმმა ახალგაზრდა ბიჭს მუცლისა და თავის არეში დარტყმა მიაყენე, როდესაც ის ქაშუეთის ტაძრის ეზოში შედიოდა, რადგან მხუთავი აირისგან თავი დაეცვა.
ახალგაზრდამ ტაძრის ეზოში შესვლისას გონება დაკარგა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
ადგილზე მყოფმა მღვდელმსახურებმა აქციის მონაწილე ტაძრის ერთ-ერთ კელიაში შეიფარეს, სანამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვიდა. ბოლო ცნობებით ახალგაზრდა ბიჭი კლინიკაში გადაიყვანეს.