შოთა არველაძე რუსთაველზე მიმდინარე აქციას შეუერთდა

შოთა არველაძე რუსთაველზე მიმდინარე აქციას შეუერთდა

30-11-2024, 23:33 - 2024
359
       

„ძალიან რთული, მძიმე სანახავი იყო ის, რაც გუშინ ვნახე“, - აცხადებს რუსთაველზე, აქციაზე მყოფი, ყოფილი ფეხბურთელი, შოთა არველაძე.
 
„გუშინდელი ღამის შემდეგ ვერ გავძელი, სახლში დავრჩენილიყავი და ჩემი პროტესტი არ გამომეხატა. ძალიან რთული, მძიმე სანახავი იყო ის, რაც გუშინ ვნახე. საშინელებაა, ის რაც ვნახე - როცა ის, ვინც მართლა უნდა გიცავდეს, ვინც მართლა შენკენ უნდა იყოს, ასე ექცევა თანამემამულეს, ასე ექცევა ქალს. თუ ეს როდისღაც ხდებოდა და ცუდი იყო და ეს დღესაც ხდება, ისეთივე ცუდია, როგორც ადრე იყო“, - განაცხადა არველაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები