საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ ინფრომაციას, ტელეკომპანია „ფორმულა“ სანდო წყაროსგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებს.
ცნობისთვის, დავით ზალკალიანი ელჩის თანამდებობას 2022 წლის 4 აპრილიდან იკავებდა, ხოლო მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.