„არ შეგვიძლია გიმასპინძლოთ“ | რესტორანი, სადაც „ოცნება“ ქეიფობდა, დაიკეტა

„არ შეგვიძლია გიმასპინძლოთ“ | რესტორანი, სადაც „ოცნება“ ქეიფობდა, დაიკეტა

30-11-2024, 13:57 - 2024
318
       

არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ევროინტეგრაციის დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ინდივიდუალური თუ ჯგუფური პროტესტი მოჰყვა.
სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების ნაწილმა რესტორნების დროებით დაკეტვა გადაწყვიტა.
 
მათ შორისაა რესტორანი „კაკლები“, სადაც 28 ნოემბერს, რუსული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ „ოცნება“ ქეიფობდა.
 
„არ შეგვიძლია გიმასპინძლოთ და თვალები დავხუჭოთ იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. რესტორანი დაკეტილია. საქართველოს მომავალი ევროპაშია“, - ნათქვამია რესტორნის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები