ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ოპერისა და ბალეტის თეატრმა სპექტაკლები გადადო.
ამის შესახებ ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„გაცნობებთ რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე 30 ნოემბრის და 1 დეკემბერის სპექტაკლები „დაისი“ გადადებულია
ბილეთების მფლობელების საყურადღებოდ - განახლებულ თარიღებთან დაკავშირებულ ინფორმაციას დავაანონსებთ უახლოეს პერიოდში“, - ნათქვამია განცხადებაში.