„რუსთავი 2“ ორმა ჟურნალისტმა დატოვა

„რუსთავი 2“ ორმა ჟურნალისტმა დატოვა

30-11-2024, 04:00 - 2024
812
       

სამთავრობო ტელევიზია „რუსთავი 2“ ორმა ჟურნალისტმა, მარიამ ჯანელიძემ და ბექა პატურაშვილმა დატოვა.
 
ინფორმაციას „რადიო თავისუფლებას“ უდასტურებს მარიამ ჯანელიძე.
 
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ჯანელიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროინტეგრაცია და ბოლო ორი ღამის განმავლობაში პოლიციის ძალადობას საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე.
 
„ჩვენი შეხედულებების გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება… ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე“, - ამბობს ჯანელიძე.


ფოტო: პუბლიკა

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები