აქციაზე სპეცრაზმი ჟურნალისტ, მარიამ გაფრინდაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა „ტვ პირველის“, ჟურნალისტზე, მარიამ გაფრინდაშვილზე მაშინ იძალადეს, როცა ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და დედაქალაქის ცენტრში მიმდინარე დარბევას აშუქებდა.
მარიამ გაფრინდაშვილს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.