რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დარბევისას პოლიციამ ფიზიკურად იძალადა „რადიო თავისუფლების“ რეპორტიორზე, დავით ცაგარელზე.
მეცნიერებათა აკადემიასთან, როდესაც ჟურნალისტი, პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა,პირდაპირ ეთერში ერთვებოდა, ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცლის არეში მუშტი ჩაარტყა.
ჟურნალისტს ეცვა პრესის მაიდენტიფიცირებელი ქურთუკი და ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა, რომლითაც პირდაპირ ეთერში იყო.