სპეცრაზმი, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებს იყენებს

სპეცრაზმი, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებს იყენებს

29-11-2024, 07:35 - 2024
386
       

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმელები მომიტინგეთა მიმართულებით დამიზნებით, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებს ისვრიან.

გრძელდება დაკავებებიც. ძალოვნები ცდილობენ ტერიტორიის სრულად გათავისუფლებას.

შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც თვითგამოცხადებულმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ საქართველო, 2028 წლის ბოლომდე, დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები