რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევის დროს „TV პირველი“-ს ჟურნალისტი ანა მდივანი დაშავდა

რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევის დროს „TV პირველი“-ს ჟურნალისტი ანა მდივანი დაშავდა

29-11-2024, 05:01 - 2024
501
       

რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევის დროს „TV პირველი“-ს ჟურნალისტი ანა მდივანი დაშავდა.


„ვიყავით ქაშვეთთან, ვაშუქებდით მოვლენებს, რა დროსაც წყლის ჭავლის მანქანა წამოვიდა ჩვენკენ და მთლიანად სახეში შეისხა. 20 წუთია სასწრაფო დახმარების მანქანაში ვარ და ძლივს გამოვიხედე ახლა თვალებიდან. ბევრ აქციაზე ვყოფილვარ, გამოუყენებიათ წიწაკის სპრეი, მაგრამ ის, რასაც ახლა იყენებენ წარმოუდგენელია. 20 წუთი ვიჯექი და ვერ გამოვიხედე, ახლაც ყველაფერი მეწვის და მტკივა. არ ვიცი რა არის შერეული ამ წყალში, მაგრამ უბრალოდ ვერ სუნთქავს ადამიანი“, - განაცხადა ანა მდივანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები