რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეცდანიშნულების რაზმს წინ გადაუდგა.
მოსახლეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელზეც დღეს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.
საქართველომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეაჩერა.