ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან მოლაპარაკებები შეაჩერა

ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან მოლაპარაკებები შეაჩერა

28-11-2024, 18:43 - 2024
278
       

„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა 


„ასევე, 2028 წლის ბოლომდე, უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება, ეკონომიკური თვალსაზრისით, სათანადოდ მომზადებული რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას“, - დაამატა კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები