მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, მათივე მინისტრები და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებიან.
სხდომა უხუცესმა წევრმა, ლადო კახაძემ გახსნა.
უფლებამოსილების ცნობას კენჭისყრაზე ხმა მისცა მმართველი პარტიის 88 წევრმა.
ამის შემდეგ კი ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა კიდევ ერთხელ წარადგინა საარჩევნო შედეგები.
საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. სავარაუდოდ იმის გამო, რომ ელჩები არაღიარებულ სხდომაზე დასწრებას ისედაც არ აპირებენ, ოლიგარქის პარტიამ წინსწრებად მიიღო გადაწყვეტილება და ისინი გახსნით სხდომაზე არ მიიწვია.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო.