რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ საპროტესტო მსვლელობა დაიწყო. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან მივლენ და მმართველი პარტიის მიერ გაყალბებულ არჩევნებს სწორედ იქ გააპროტესტებენ.
ისინი ღამეს პარლამენტთან გაათენებენ და არალეგიტიმური პარლამენტის შეკრებას ადგილზე პროტესტით შეხვდებიან. აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნა დაკავებულების გათავისუფლება.