ცენტრალურ ბეირუთში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

ცენტრალურ ბეირუთში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

24-11-2024, 02:40 - 2024
1 660
       

ცენტრალურ ბეირუთში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
 
ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანური მედია ავრცელებს.
 
ადგილობრივი მედიის ცნობით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო ამ დროისთვის დაშავებულთა რაოდენობა 63-ს აღწევს.
 
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის მიერ დღეს განხორციელებული საჰაერო დარტყმის სამიზნე „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი უფროსი მეთაური, მუჰამედ ჰაიდარი იყო, რომლის ბედი ამ დროისთვის უცნობია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები