Meta-მ სამთავრობო პროპაგანდისტული გვერდები - „Pos tv ახალი ამბები“ და „Pos tv ანალიტიკა“ წაშალა.
გვერდები სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.
დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. თუმცა აღნიშნული გვერდები წინასაარჩევნოდ ხშირად ხვდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში. ISFED-ის მიმოხილვის თანახმად, რომელიც 27 აგვისტო - 25 სექტემბერი პერიოდს ეხება, „პოს ტვ“-ის რეკორდული აქტივობა ჰქონდა სოციალურ ქსელში.
„პოს ტვ“-იმ პოსტები 6 გვერდზე („POSTV - ახალი ამბები“, „POSTV - ანალიტიკა“, „ლიბერალიზმის ანატომია“, „ევროკრატია“, „კონსერვატორია“ და „9 თვალი · 9 Tvali“) დაარეკლამა. მათგან მხოლოდ ერთი გვერდის - „POSTV - ახალი ამბები“ მიერ ამ პერიოდში Facebook-სა და Instagram-ზე 615 რეკლამა გამოქვეყნდა.
ISFED -ის შეფასებით, რეკლამების უმრავლესობა შეიცავდა ღია აგიტაციას მმართველი პარტიის სასარგებლოდ და ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების საწინააღმდეგოდ.