ცესკო-ს მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია იმართება

ცესკო-ს მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია იმართება

16-11-2024, 11:48 - 2024
1 166
       

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეზოს გარეთ, აქცია მიმდინარეობს. 


აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა და რომ არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა.

„სხდომა არის, შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოაქვეყნონ. ეს ხალხი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები. ცესკო-ს აქვს მიღებული მონაწილეობა არჩევნების მიტაცებაში, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, უბრალოდ მათ განსაკუთრებული როლი შეასრულეს. ყველა ეს ადამიანი აგებს პასუხს, საბოლოო ჯამში, აუცილებლად დადგება ეს დღე, ვინც დღეს ამ ოქმს ხელს მოაწერს.
პროტესტი არის, ეს პროტესტი გაგრძელდება, დილაა, გასაგებია ცოტა ხალხია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ისტორიული დღე არის რაღაც თვალსაზრისით და ბევრმა მაინც ჩათვალა, რომ გამოსულიყო და აქ ყოფილიყო ამ დღეს. მეც მოვედი და ვდგავარ აქ.

რეაქციას ხალხისგან და მოსახლეობისგან სხვას არ უნდა ელოდნენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას ართმევენ არჩევანს, რომელიც მათ გააკეთეს 26 ოქტომბერს და ეს არჩევანი იყო, რომ ეს ქვეყანა გახდეს ცივილიზებული სამყაროს, მათ შორის, ევროკავშირის და NATO-ს წევრი. რუსები დააჯდნენ ახლა ამ ქვეყანას თავზე და ამ ხალხს ართმევენ არჩევანს. ამიტომ არავის არ უნდა გაუკვირდეს რეაქცია მოქალაქეებისგან“, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები