თბილისის ზღვაზე პოლიციელის ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაზე პოლიციელის ცხედარი იპოვეს

15-11-2024, 11:41 - 2024
1 434
       

შსს-ს საავიაციო უშიშროების განყოფილების უფროსის მოადგილე, 28 წლის ლევან სულაშვილის ცხედარი 6 ნოემბერს, საკუთარ მანქანაში, თავის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით, თბილისის ზღვაზე იპოვეს.
 
ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისიდანაა.  მშობლები არ ენდობიან გამოძიების ოფიციალურ ვერსიას თვითმკვლელობასთან დაკავშირებით.
 
მათივე თქმით, სულაშვილს შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი შვილის ცოლად მოყვანას აიძულებდა, უარის მიღების შემდეგ კი მოკლეს.
 
ოჯახი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს:
 
„გამოძიებას ვითხოვთ. ტელეფონიც არ არის გახსნილი. იქ რანაირად ჩავიდა მანქანა, რანაირად გაიგეს, რომ ეს იყო მკვდარი, ვინ გაიგო, რათ დაუწყეს ძებნა? 24 საათი ხომ არ უნდა ეძებნო სანამ არ გამოვაცხადებთ? რატომ  ეძებდნენ“, - ამბობს გარდაცვლილის დედა.
 
მომხდართან დაკავშირებით კი გამოძიება შსს-მ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები